თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან დავითაშვილმა სოციალურად დაუცველ  მარტოხელა მოხუცებს პროდუქტები გადასცა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევა­ნ დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყანა გლობალურ გამოწვევასა და შექმნილ კრიზისს წარმატებით უმკლავდება. ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, აბსოლუტურად ყველა სახელისუფლო რგოლი მუშაობს კოორდინირებულად და ეფექტურად. თბილისის მერია სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული საკვები პროდუქტების დარიგებას განაგრძობს და ჩვენც, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, ჩართულები ვართ აღნიშნულ სოციალურ კამპანიაში და ვაზისუბანსა და მე-8 ლეგიონში მცხოვრებ ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეებისთვის საკვების საცხოვრებელ მისამართზე მიტანას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა.

საკრებულოს წევრმა, კამპანიის მხარდაჭერისთვის, თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ რთული პერიოდის დაძლევა სწორედ ერთიანი ძალებით არის შესაძლებელი.

„კამპანიის მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც შემოწირულობა გაიღო. მჯერა, ერთიანი ძალებით მსოფლიო გამოწვევას უმოკლეს ვადაში დავამარცხებთ", - განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო