მამუკა ხაზარაძე - სოლიდარობას ვუცხადებთ დღეს გაფიცულ 200 - ზე მეტ კვების ობიექტს, ბიზნესს, რომელიც არაადეკვატური, ხანგრძლივი და მკაცრი შეზღუდვების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" სოლიდარობა გამოუცხადა.

აქციას “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ვაქცინაციის, ქვეყნის სწრაფად გახსნისა და ბიზნესის ამუშავების კონკრეტული გეგმა.

"სოლიდარობას ვუცხადებთ დღეს გაფიცულ 200 - ზე მეტ კვების ობიექტს, ბიზნესს, რომელიც არაადეკვატური, ხანგრძლივი და მკაცრი შეზღუდვების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სტრატეგია, მოსახლეობის ვაქცინაციის, ქვეყნის სწრაფად გახსნის და ბიზნესის ამუშავების კონკრეტული გეგმა.

“ლელომ” ჯერ კიდევ თვეების წინ შეიმუშავა ანტიკრიზისული პროგრამა; ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ მისი განხორციელებისთვის და ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და დახმარება", - წერს მამუკა ხაზარაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა