სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მოქმედი შპს „ედელინგის“ თხილის გადამმუშავებელი საწარმო გაფართოვდა - თხილის გადამუშავების პროცესს მოხალვის ხაზი დაემატა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

შეღავათიანი აგროლიზინგის თანხამ 1 მლნ ლარი შეადგინა. საწარმოში 30-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ.

„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა. საწარმო წლიურად 1000-1500 ტონა თხილს გადაამუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ექსპორტზე გადის და მისი რეალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ. შ

ეღავათიანი აგროლიზინგი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის კომპონენტია, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღორებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს. შეღავათიანი აგროლიზინგის ფარგლებში გაცემულია 38 მლნ ლარზე მეტი; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 5 მლნ ლარი შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო