სერგო ჩიხლაძე - იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის პარლამენტში შეყვანის შეუსრულებელი მისია დაისახა, ოპოზიციამ გააკეთა უკვე არჩევანი ფასილიტატორ ელჩებზე, ამიტომ ბატონი იაგოს აქტიურობა ზედმეტი მგონია

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ „სტრატეგია“ აღმაშენებელი არ შევა პარლამენტში მოლაპარაკების და შეთანხმების მიღწევის გარეშე , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იაგო ხვიჩია იმაზე მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე მას შეუძლია.

„საკმაოდ შეუსრულებელი მისია დაისახა ოპოზიციის პარლამენტში შეყვანის და ზოგადად, როგორც მომლაპარაკებელზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ოპოზიციამ გააკეთა უკვე არჩევანი ფასილიტატორ ელჩებზე, ამიტომ ბატონი იაგოს ეს აქტიურობა ცოტა ზედმეტი მგონია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ „სტრატეგია“ აღმაშენებელი არ შევა პარლამენტში მოლაპარაკების და შეთანხმების მიღწევის გარეშე, ასევე, დიდი ალბათობით სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ამაზე ერთობლივი განცხადებაც გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჩიხლაძე არ ვარაუდობს, რომ 2 თებერვლმდე ვიდრე მანდატების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, რაიმე სახის მოლაპარაკება შედგება. თუმცა, მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ხელისუფლება კრიზისის ფონზე მაინც იძულებული გახდება ოპოზიციას დაელაპარაკოს.

„2 თებერვლამდე 2 დღეა დარჩენილი და სამწუხაროდ, არანაირ მეხუთე რაუნდს არ ვვარაუდობთ, რა თქმა უნდა. მოლაპარაკებების და შესაძლებლობის ეს ფანჯარაც უკვე იხურება, ასე რომ, ეს პასუხისმგებლობაც სრულად ადევს ხელისუფლებას,რადგან მან არ გადმოდგა არც ერთი ნაბიჯი, არა თუ მისაღები ან მიუღებელი, არც ერთი წინადადებით ის არ მოსულა ამ მოლაპარაკებებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს.

საბოლოო ჯამში ამ კრიზისის ფონზე ხელისუფლებას მოუწევს მაინც მოლაპარაკებებზე წასვლა ოპოზიციასთან, უბრალოდ კარგი იყო დროულად მომხდარიყო ეს, მანდატების განხილვამდე. მანდატების ჩახსნის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით კონსტრუქციული დიალოგი ვაწარმოოთ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ კონსტრუქციულ დიალოგზე“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

იხილეთ ვიდეო:იაგო ხვიჩიამ საკმაოდ შეუსრულებელი მისია დაისახა - სერგო ჩიხლაძე

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა