სერგო ჩიხლაძე - მემორანდუმი, რაც ალეკო ელისაშვილს დააჭერინეს ხელში, იმაზე უარესი ვარიანტია, ვიდრე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუნდაც, მეოთხე რაუნდზე

მემორანდუმი, რაც ბატონ ალეკო ელისაშვილს დააჭერინეს ხელში, არის იმაზე უარესი ვარიანტი, ვიდრე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუნდაც, მეოთხე რაუნდზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გაუარესებულ ვარიანტს ელისაშვილმა ან გააზრებულად მოაწერა ხელი ან მას უბრალოდ „შეატყუეს უფრო ცუდი ვარიანტი“.

„ეს არის გაუარესებული ვარიანტი, როგორც კომისიების შემადგენლობა, ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პუნქტი, ანუ ეს იმაზე ცუდი ვარიანტია, ვიდრე ოპოზიცია და ხელისუფლება ფასილიტატორი ელჩების საშუალებით თუნდაც მეოთხე რაუნდზე მსჯელობდა. ასე რომ, ვფიქრობ ან გააზრებულად გააკეთა ბატონმა ელისაშვილმა ეს ან უბრალოდ, შეატყუეს კიდევ უფრო ცუდი ვარიანტი და დააკავებინეს ხელში ეს მემორანდუმი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ჩიხლაძე ასევე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძის განცხადებას ოპოზიციაში პოლიტიკური შანტაჟის თაობაზე, როგორც ის ამბობს, მსგავსი განცხადებები სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია, რეალურად კი ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად ოპოზიციაში აღარ მოიაზრებენ.

„ეს არის გაგრძელება მათი პროპაგანდის, რომ ოპოზიცია დაყოფილია დესტრუქციულ და კონსტრუქციულ ნაწილებად და ბატონ ელისაშვილს კონსტრუქციულ ნაწილად მოიაზრებენ, ჩვენ კი საერთოდ არ მოვიაზრებთ ბატონ ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად. ასე რომ, ეს არის სამთავრობო პროპაგანდა, რომელსაც ზოგიერთი ე.წ. ოპოზიციური პარტია აჰყვა, მაგალითად, ელისაშვილი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა