სოფელ ლისის მოსახლეობამ წყლის პრობლემასთან დაკავშირებით აქცია გამართა

მოძრაობა "ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოფელ ლისის მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. ადგილზე შეკრებილები წყალგაყვანილობის და კანალიზაციის არქონას აპროტესტებდნენ.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სოფელ ლისში წყლის პრობლემის გადასაჭრელად სამი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ლარი არის დახარჯული და მიუხედავად ამისა, მოსახლეობა კვლავ უკმაყოფილოა. მისივე თქმით, პასუხი უნდა მოეთხოვოს კომპანია „მცხეთის სოფლის წყალს“, რომელსაც აღებული ჰქონდა ვალდებულებები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები აქვს დახარჯული.

"თქვენს წინაშეა ლისის დასახლებაში სისტემური პრობლემა, რომელსაც ვხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ტყუილად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და ბაყბაყ-დევი კომპანიები, რომლებიც ამ ფულს ხარჯავენ და მიუხედავად ამისა, ამ დასახლებაში დღესაც არ არის სასმელი წყალი და კანალიზაცია. მილიონზე მეტი ლარი არის დახარჯული სამი წლის განმავლობაში წყლის პრობლემის გადასაჭრელად და მოსახლეობა კვლავ უკმაყოფილოა. ფაქტობრივად, თამარის ხანაში უფრო კარგად ვცხოვრობდით, ვიდრე დღეს იმიტომ, რომ მაშინ მართლა გვქონდა წყალგაყვანილობა. დღეს, ლისის მოსახლეობას ისევე როგორც თბილისის რამდენიმე გარეუბანს, არ აქვს წყალი და არ აქვს კანალიზაცია. კომპანია „მცხეთის სოფლის წყალს“ პასუხი ცალსახად უნდა მოეთხოვოს, მას აღებული ჰქონდა ვალდებულებები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული აქვს სახსრები. საჭიროა სახელმწიფომ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და როდესაც ფულს დახარჯავს პასუხი მოსთხოვოს იმას, ვისაც ევალებოდა მოსახლეობისთვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო ფუნქციების დაკმაყოფილება“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო:სოფელ ლისის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს