მეათე მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა ეთიკის საბჭო შეიქმნება

მეათე მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა ეთიკის საბჭო შეიქმნება.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ეთიკის საბჭო პარლამენტის რვა წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება.

ეთიკის საბჭოს შექმნის მიზანი პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის აღსრულების უზრუნველყოფაა, რომელიც არეგულირებს დეპუტატთა ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე, განსაზღვრავს წესებს, რომლებიც პარლამენტარებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარ საქმიანობაში, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ამასთან, დეპუტატთა ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას კოდექსის დარღვევის შემთხვევაში.

პარლამენტის დადგენილების პროექტი ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ პარლამენტის ბიუროს 1-ელი თებერვლის სხდომაზე წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო