საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევი კანდიდატურები წარუდგინა.
პარლამენტისთვის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურები და კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე - ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის კანდიდატურები.
კანონის გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატები მთავრობის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსზე შეირჩა.