ლევან თარხნიშვილი - თალაკვაძემ თავის საქმეს მიხედოს და გააკეთოს ის, რაც ევალება, განიხილოს განცხადებები

საზოგადოების მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების დაკანონება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა, „საკუთარ საქმეს მიხედოს და ოპოზიციის განცხადებები განიხილოს“.

„მოდით, ბატონმა თალაკვაძემ თავის საქმეს მიხედოს და გააკეთოს ის, რაც მას ევალება, განიხილოს ეს განცხადებები. ოპოზიციისა და საზოგადოების დიალოგს როგორმე ჩვენ თვითონ დავალაგებთ. სწორედ საზოგადოების მოთხოვნაა ის, რომ არ მოხდეს გაყალბებული არჩევნების დაკანონება. გარდა ამისა, სწორედ საზოგადოების შეურაცხყოფაა ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ 8 წლის განმავლობაში. ის, რაც გააკეთა ოქტომბრის არჩევნების დროს, როდესაც ხალხს წაართვეს არჩევანი და საშუალება, რომ არჩევნების გზით შეეცვალათ ხელისუფლება. აი, ეს არის ადამიანების და საზოგადოების შეურაცხყოფა. ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოება ჰყავთ ჩაკეტილი უაზრო რეგულაციებით, თვითონ კი ყველაფერი მშვენივრად შეირგეს“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე უარი დიდი ხის წინ განაცხადა.

„სწორედ „ქართული ოცნებიდან“ უნდა წამოსულიყო ახალი წინადადება. ის ე.წ. მემორანდუმი, რომელიც ე.წ. ოპოზიციასთან გააფორმეს, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მათ მოიტანეს მოლაპარაკებების დროს, იმის გაუარესებული ვარიანტი. ამ დოკუმენტზე უკვე დიდი ხნის წინ ითქვა უარი სრულიად ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად, გაუგებარია, ახლა რატომ უნდა დავთანხმდეთ“,- განაცხადა თარხნიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:არჩილ თალაკვაძემ თავის საქმეს მიხედოს, განცხადებები განიხილოს, ოპოზიციისა და საზოგადოების დიალოგს კი როგორმე თავად დავალაგებთ - ლევან თარხნიშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო