ირაკლი ზარქუა - მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მრავალფეროვანი იყოს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მრავალფეროვანი იყოს.

მისთვის გაუგებარია, როდემდე უნდა გაგრძელდეს ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მრავალფეროვანი იყოს. თუმცა, ეს ბოიკოტი, სადამდე უნდა გაგრძელდეს, ვერ ვხვდები. არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება, გინდა თუ არა გავუგრძელოთ ან შევუწყვიტოთ, ამაზე გვაქვს საუბარი. სავარაუდოდ, ჩაინიშნება ხვალ ან ზეგ დილას სესიის დაწყებამდე უმრავლესობის ფორმატი, სადაც შევჯერდებით. ანუ, ის არგუმენტები, რომელიც ერთ და მეორე მხარესაც გვაქვს, შევჯერდებით და ამ შეჯერებული გადაწყვეტილებით გავალთ“,-განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, 2 თებერვალს - თებერვლის პირველ სამშაბათს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის მთავარი საკითხი პარლამენტის 51 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაა, რასაც თავად ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ და მანდატებზე უარის თქმით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა