მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1-ელი თებერვლიდან აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1-ელი თებერვლიდან აღდგენის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქცია „მწვანეების“ ორგანიზებით ჩატარდა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ფცქიალაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე, ეპიდვითარების დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება თუ 5%.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება თუ 5%. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კოვიდ 19-ის გადადების რისკი მინიმალურია. მთავრობას აქვს იმის საშუალება, რომ ტრანსპორტი ძალიან მალე აღდგეს. ადეკვატურად უნდა გაგრძელდეს იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. ხელისუფლებამ უნდა აიღოს მეტი პასუხიმსგებლობა და მეტად იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, რასაც სამწუხაროდ, არ აკეთებს. „კომენდანტის საათიც“ გადასახედია იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის, რადგან პრობლემას ქმნის“,-განაცხადა გიორგი ფცქიალაძემ.

იხილეთ ვიდეო:მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა