ამირან გამყრელიძე - წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, პანდემიას დავამარცხებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დამარცხება შესაძლებელი გახდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პანდემიის დამარცხების ერთადერთი იარაღი ვაქცინაა.

„მოგეხსენებათ, ამ ვირუსზე პირდაპირი მოქმედების წამალი არ არის. დღეს მხოლოდ და მხოლოდ არის ის რეგულაციები და შემზღუდავი ღონისძიებები, რაც გამოიყენება და უკვე დაწყებული ვაქცინაცია. ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის ყველაზე მძლავრი იარაღია. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალმა უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ მაქსიმალურად მაღალი იმუნური ფენა საზოგადოებაში. წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, რაც რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაშინ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დავამარცხებთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ მხოლოდ სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რაშიც მედიის როლი საკმაოდ დიდია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მხოლოდ ის ვაქცინა შემოდის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეკომენდაცია აქვს და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

„ჩვენთან რაც შემოდის, ის ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და უსაფრთხოა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა