ამირან გამყრელიძე - მეორე ტალღის გაუმჯობესების მრუდეზე ვართ, თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, ნაკლებია ალბათობა, რომ მესამე ტალღა გვქონდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, თუ მოსახლეობა ყველა რეგულაციას დაიცავს, ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა კიდევ იქნება.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა, მისი თქმით, გამორიცხული არაფერია.

„ამის პროგნოზირება რთულია. რიგ ქვეყნებში მესამე ტალღა არის, ჩვენთან ჯერჯერობით მეორე ტალღის გაუმჯობესების მრუდეზე ვართ. თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, რაზეც საუბარი არის, მაშინ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მესამე ტალღა კიდევ გვქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

„ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება იგეგმება. მოგეხსენებათ, ხვალიდან სავაჭრო ობიექტები იხსნება და ერთ-ერთი პირობაა, რომ 2 კვირაში ერთხელ მათი თანამშრომლები უნდა გაიტესტონ. ტაქსის მძღოლებში დადებითობის მაჩვენებელი არის დაახლოებით 0.6%, ბაზრის მოვაჭრეებშიც ასევე დაახლოებით 0,7%-ის ფარგლებშია, 1,3%-ის ფარგლებშია დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში. უკვე მოლების და სავაჭრო ობიექტების დაახლოებით 3 ათასამდე თანამშრომელი გაიტესტა და ერთ შემთხვევაში იყო მხოლოდ დადებითი. ზოგადად, ქვეყანაში ვირუსის ცირკულაცია შემცირებულია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ხვალ, 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნება, თუმცა შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა