ლევან დავითაშვილი USAID-ის მისიის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა პანდემიის პირობებში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი დამატებული ღირებულება 14%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გასულ წელს განხორციელებული თხილის ექსპორტის ღირებულება კი, 44%-ით მეტია, ხოლო თხილის მოსავლის ხარისხი, გაცილებით მაღალი, რაც USAID-ის მხარდაჭერით ფაროსანას წინააღმდეგ ქვეყანაში გატარებული ღონისძიებების შედეგია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, USAID-ს ახალი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა აქვს, სადაც პრიორიტეტული კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება, ვიდრე პანდემიის პირობებში იყო. პიტერ ვებლერმა აღნიშნა, რომ USAID განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა