„გირჩი“ - თუ „ოცნება"კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ.

როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.

მათივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტს, "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.

"ხვალ "ქართული ოცნება" ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. არცერთი მხარე მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს საჯაროდ არ გამოთქვამს, შესაბამისად, არც მის ჩაშლაზე იღებს პასუხისმგებლობას. "ქართული ოცნება", როგორც მმართველი პარტია, საკამათო არჩევნების ჩატარებაზე მთავარი პასუხისმგებელია. ლოგიკურია, რომ მომატებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც მას ეკისრება. ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ჩვენს კოლეგებს "ქართული ოცნებიდან" ვთხოვოთ, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები გაიაზრონ, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ, მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ რისკების გააზრებით მივიდეთ. თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, "ქართული ოცნება"კოლეგებს უფლებამოსილებას მაინც შეუწყვეტს, ამას მივიღებთ "ქართული ოცნების" მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს", - ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს