დავით სერგეენკო ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე - იმის მოლოდინი ნამდვილად არ არის, რომ ამ ტექნიკურ საკითხში ყველა ერთიანი იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში შინაარსობრივად და კონცეპტუალურად ერთიანი პოზიციაა, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის მომხრე და ვინ - წინააღმდეგი, სერგეენკოს თქმით, ამას მსჯელობა აჩვენებს.

„იმის მოლოდინი ნამდვილად არ არის, რომ ამ ტექნიკურ საკითხშიც ყველა ერთიანი იქნება. მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, რაღაცაზე შევჯერდებით. მთავარი აზრია, რომ ყველას მაქსიმალური შანსი მიეცეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა