სერგო ჩიხლაძე - ელისაშვილს მემორანდუმი ან პოლიტიკური გამოუცდელობის გამო შეაჩეჩეს, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ მეტი კომფორტი შეუქმნას „ქართულ ოცნებას"

ელისაშვილის ეს მემორანდუმი არათუ წინა ვარიანტზე უარესია, არამედ არსებულ მდგომარეობაზეც. გამოვიდა, რომ ეს მემორანდუმი ან პოლიტიკური გამოუცდელობის გამო შეაჩეჩეს, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ მეტი კომფორტი შეუქმნას „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „​პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ „მოქალაქეების“ ლიდერების პარლამენტში შესვლაზე და „ქართულ ოცნებასთან“ მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის „გასაპრავებლად“ მთელი ოპოზიციისათვის ნაგვისა და ტალახის სროლა მიუღებელია.

“მოლაპარაკებების მაგიდასთან ელისაშვილი მარტო არ მჯდარა, თუ ვინმეს ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის ამაში, ბატონი ელისაშვილია. ყველამ ვნახეთ როგორ იცვლებოდა პირველი ნოემბრიდან დღემდე მისი პოზიციები. მას, რომ შესვლა უნდა, ამის „გასაპრავებლად“ მთელი ოპოზიციისათვის ნაგვისა და ტალახის სროლა მიუღებელია. რაც შეეხება მის მემორანდუმს, ეს არის გაცილებით გაუარესებული ვარიანტი ვიდრე განიხილებოდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე. ელისაშვილის ეს მემორანდუმი არათუ წინა ვარიანტზე უარესია, არამედ არსებულ მდგომარეობაზეც. გამოვიდა, რომ მას ეს მემორანდუმი ან პოლიტიკური გამოუცდელობის გამო შეაჩეჩეს, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ მეტი კომფორტი შეუქმნას „ქართულ ოცნებას“.

ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ელისაშვილი რომ შევიდა პარლამენტში თავის მეგობართან, ერთად კრიზისი განიმუხტა? ელისაშვილი ოფიციალურად დაჯდება პარლამენტში, სადღაც კობახიძესა და ინჯიას შორის, ორი კაცი მიემატება „ქართული ოცნების“ 90 კაცს, ეს კრიზისს არ განმუხტავს. როგორ შეიძლება, რომ ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციურ ერთობაში არ არის და ბოლო ორი თვე ოპოზიციის დისკრედიტაციით არის დაკავებული, ოპოზიციას წარმოადგენდეს?“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ორი წევრი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედის. „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო