საფრანგეთის ელჩი - პოლიტიკურმა პარტიებმა რეფორმებზე უნდა განაგრძონ დისკუსიები, აუცილებელია, რომ ყველა ინსტიტუცია და პარლამენტი იყოს ძლიერი

მე ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ საერთო საკითხზე.ეს გაერთიანებული პოლიტიკური გარემო დაეხმარება საქართველოს, რომ ეს ყველა გამოწვევა დაძლიოს, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიო, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, გამოწვევებთან გასამკლავებლად კი მნიშვნელოვანია ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირება.

„საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, ეს არის სანიტარული, გარემოს, პოლიტიკური, რეგიონალური ვითარება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინსტიტუცია იყოს ძლიერი, გამართული და ამასთან დაკავშირებით, მე ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ საერთო საკითხზე და ეს გაერთიანებული პოლიტიკური გარემო დაეხმარება საქართველოს, რომ ყველა გამოწვევა დაძლიოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩემი სურვილია, რომ ეს გაერთიანება მოხდეს და შეჯერდნენ ერთ საერთო საკითხზე,“ - განაცხადა დიეგო კოლასმა.

ელჩის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო რეფორმის გატარება უნდა განაგრძონ და ამ მიმართულებით აქტიური დისკუსიები უნდა გამართონ.

„ჩვენ უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა რეფორმები როგორც საარჩევნო მიმართულებით, ისე სხვადასხვა დემოკრატიული მიმართულებით. ამ რეფორმებზე უნდა განაგრძონ პოლიტიკურმა პარტიებმა დისკუსიები, შეხვედრები და ამის საფუძველზე აუცილებელია, რომ ყველა ინსტიტუცია და პარლამენტი იყოს ძლიერი, შეჯერდნენ ამ საერთო საკითხებზე და განაგრძონ საქართველოს აღმშენებლობა,“ - განაცხადა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო