ვახტანგ ძაბირაძე - როცა “ნაცმოძრაობის” პოლიტიკის განმსაზღვრელი ისევ სააკაშვილი რჩება, მელიამ რამდენი ახალი ხალხიც არ უნდა წარადგინოს, ჯერჯერობით მათ არც სიტყვა ეთქმით და არც პარტიის პოლიტიკა იცვლება

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და პარტიის რებრენდინგისთვის პერსონალური ცვლილებები კი არაა მთავარი, არამედ ის, შეიცვალა თუ არა მისი, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის ხასიათი.

როგორც “ინტერპერსნიუსთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” ახალი წევრების წარდგენის შეფასებისას ძაბირაძემ განაცხადა, ფაქტი, რომ პარტიაში გადაჯგუფებები იწყება “კარგი და სწორია”.

ნიკა მელიამ წარადგინა ხალხი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ესენი არიან ძირითადად ახალი თაობის წარმომადგენლები. ამიტომ შეფასება, მათგან როგორი პოლიტიკოსები დადგება და რას გააკეთებენ, რთულია. უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშავონ პარტიულ სტრუქტურებში და შემდეგ, როდესაც ისინი დამოუკიდებლად დაიწყებენ გამოსვლას საჯარო სივრცეში, მაშინ შეიძლება მოხდეს მათი შეფასება. სხვაგვარად შეფასება - კარგია თუ ცუდი, შეუძლებელია.

თავისთავად ის ფაქტი, რომ პარტიაში იწყება გადაჯგუფებები და ახალი ძალა შემოდის, ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობა” თუ ნებისმიერი სხვა პარტია, რა თქმა უნდა, კარგია და სწორი. გააჩნია, საიდან მოვიდა ეს ხალხი, პარტიის შიგნით რა საქმიანობას ეწეოდა და გააჩნია იმასაც, რის ხარჯზე აპირებენ პოლიტიკური ქულების თუ კაპიტალის დაგროვებას”,- განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, მისი თქმით, როდესაც ძველი “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებულ, ახალ “ნაციონალურ მოძრაობაზეა” საუბარი, ახალგაზრდების რამდენი ჯგუფიც არ უნდა წარადგინონ, ამ თემაზე ვერ მუშაობს.

“ორი ფაქტორია როდესაც “ნაცმოძრაობის” რებრენდიგზე, ანუ ძველი “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებულ, ახალ “ნაციონალურ მოძრაობაზეა” საუბარი- ახალგაზრდების რამდენი ჯგუფიც არ უნდა წარადგინოს, ამ თემაზე ვერ მუშაობს. ჯერ ერთი მათ საზოგადოება არ იცნობს. ვისთანაც ძველი “ნაციონალური მოძრაობა” ასოცირდება, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილია და ის პოლიტიკური სვლები, რასაც “ნაცმოძრაობა” აკეთებდა და დღესაც აკეთებს. ამიტომ მთავარია, შეიცვალა თუ არა პოლიტიკური ორიენტირები. “ნაციონალური მოძრაობის” პერსონალური ცვლილებები კი არაა მთავარი, მთავარია, შეიცვალა თუ არა ხასიათი “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის. როდესაც ამ მოძრაობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ისევ მიხეილ სააკაშვილი რჩება, ხოლო მოქმედებები ერთი ერთშია იმასთან, რასაც ის აკეთებდა 2003 წლამდე და 2003 წლის შემდეგ, მელიამ ახალი ხალხი რამდენიც არ უნდა წარადგინოს, ჯერჯერობით მათ არც სიტყვა ეთქმით და არც პარტიის პოლიტიკა იცვლება. შესაბამისად, რებრენდინგი იმით, რომ ახალი ხალხი წარადგინა, ვერ განხორციელდა, რადგან პარტიის პოლიტიკას არა ახალი, არამედ ძველი ხალხი ახორციელებს. შესაძლოა, თავად მელიას “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეხება არ ჰქონია როდესაც ეს პარტია ხელისუფლებაში იყო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ისაა მემკვიდრე იმ პოლიტიკისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” 2003- 2012 წლებში ახორციელებდა და აგრძელებს დღესაც”,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუნდის ახალი წევრები წარადგინა. განახლებული გუნდი პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაასახელა.

პარტიას 12 ახალი წევრი შეუერთდა, ესენი არიან: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს