დავით მათიკაშვილი - ამ ქმედებებისთვის ამ სიტყვებისთვის, რომელიც დავით გარეჯთან მიმართებაში ოპოზიციიდან ისმის, საზოგადოება მათ თვითმმართველობის არჩევნებზე გამოუტანს კიდევ ერთ განაჩენს

ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ არათუ დემაგოგიური, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი განცხადებები და მოქმედებები,- ამის შესახებ საპარლამენტო ურმავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დავით -გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებები, რომ „დავით-გარეჯი საქართველო არ არის“ მოღალატეობრივია. მათიკაშვილის განცხადებით, მსგავსი განცხადებების გამართლებას ზოგიერთი პირი უტიფრად ცდილობს და სურს, ეს ხელისუფლების პროპაგანდას დაუკავშიროს. მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ამგვარ ქცევას ამომრჩეველი განაჩენს თვითმმართველობის არჩევნებზე გამოუტანს.

„ჩვენი საზოგადოება ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე დადგა, როცა ფაქტობრივად, ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ არათუ დემაგოგიური, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი განცხადებები და მოქმედებები. ეს ის ინტერესებია, რომელსაც პარტიული კუთვნილება არ გააჩნია, ის უნდა იყოს ერთიანი ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და აქ ვაწყდებით რაღაც გაუგებარ დილემას, როცა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია და მასთან აფილირებულიპირები პირდაპირ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის სახელის შებღალვის. ჩვენს ახლო სტრატეგიულ, მეგობარ, მეზობელ ქვეყანასთან შესაბამის მოლაპარაკებებში, რომელიც აუცილებლად გაიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით, ის განცხადებები, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და მათთან აფილირებული პირები აკეთებენ დღეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნება, დამაზიანებელი იქნება ხვალ იმ პირებითვის, ვინც საქართველოს პოზიციებს დაიცავს. ყველა განცხადება, სადაც ნებისმიერი პირი საუბრობს იმაზე, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო, ყველა განცხადება, სადაც ისინი ამ ძალიან რბილად რომ ვთქვათ, სისულელის, მაგრამ თუ ჩავურღმავდებით დანაშაულთან მიახლოებული ნაბიჯის გამართლებას ცდილობს რაიმე სახის არგუმენტებით, ყველა ის პირი, რომელიც ივიწყებს 1938 წლის რუკის, შევარდნაძე-ალიევის შეთანხმების არსებობას და მთელი ეს პროცესი მიჰყავს იქითკენ, რომ საკუთარი ვიწრო-პარტიული ინტერესი გაამართლოს, ყველა ეს პიროვნება, რა თქმა უნდა მოღალატეობრივად იქცევა და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო ნაბიჯებს დგამს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად აღიქვამს და აფასებს და ამ ქმედებებისთვის ამ სიტყვებისთვის ამ ნაბიჯებისთვის, რომელიც დავით გარეჯთან მიმართებაში ოპოზიციიდან ისმის, საზოგადოება კიდევ ერთხელ მომავალ არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნები რომ იქნება, იქ გამოუტანს კიდევ ერთ განაჩენს,“- განაცხადა მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა