დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის ლექცია გამართა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სემეკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ლექციის მიმდინარეობისას სემეკის თავმჯდომარემ ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიამ დეტალურად მიმოიხილა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩო, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების პროექტი, ენერგეტიკული ბაზრის კვლევის პროცედურები, დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი და კრიტერიუმები, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის პროცედურები.

„მნიშვნელოვანია, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათთან დისკუსია, მათი პოზიციების გაცნობა. ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა შეხვედრებში, მათ შორის გავმართოთ საჯარო ლექციები და საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

IDFI უკვე მეორე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სტუმრების მიერ ტარდება ღია ლექციები კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო