ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - ვნახოთ, ხვალამდე რა პოზიციებს დააფიქსირებენ - თუ შესაწყვეტი იქნება, შეუწყდებათ უფლებამოსილება

პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველას უნდა ეყოს გამბედაობა, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „გირჩის“ მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს, ამომრჩეველი და საზოგადოება განსჯის, ვის რა პოლიტიკური წონა ექნება პოლიტიკურ პროცესებში.

„ყველა პოლიტიკური ჯგუფი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ირჩევს გზას დემოკრატიისკენ, თუ საბოტაჟისკენ. ეს მათი არჩევანი და პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მათივე ამომრჩევლის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის წინაშე. პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველას უნდა ეყოს გამბედაობა, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება მომართვას, მოგვმართონ. ხვალ უწევს განხილვა სხვა დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ასევე, რეგლამენტის ვადების გათვალისწინებით განვიხილავთ ამ ადამიანების მომართვასაც. თუ გონიათ ამით ვინმეს აშინებენ, მოგვმართავენ თუ არა, არჩევანი მათზეა, ამომრჩეველი და საზოგადოება განსჯის ვის რა პოლიტიკური წონა ექნება შემდეგი პოლიტიკური პროცესებისთვის, ვინ განახორციელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის სწორ ნაბიჯს, ვინ დარჩება საბოტაჟის ერთგული და იქნებიან ე.წ. დემოკრატიული პროცესების ძირგამომთხრელი პოლიტიკურ ჯგუფები, მათი არჩევანია“,- აცხადებს ოხანაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ოპოზიციაზეა დამოკიდებული აირჩევენ „დემოკრატიის გზას თუ საბოტაჟისას“.

„პოლიტიკური ჯგუფები აქამდე საუბრობდნენ, რომ აუცილებელია უფლებამოსილების შეწყვეტა, ახლა საუბრობენ, რომ უფლებამოსილების შეწყვეტა - არ შეწყვეტის საკითხს რაღაც გავლენის მოხდენა შეუძლია გარკვეულ პროცესებზე, ეს იკვეთება მათი რიტორიკიდან, რასაც აქამდე ვერ ვიგებდით, არ აჟღერებდნენ ოპოზიციონერი ჯგუფები.

ისინი ამბობდნენ, რომ აპრიორი უნდა შეეწყვიტა პარლამენტს უფლებამოსილება, ახლა დაკორექტირდა მათ პოზიციებში ეს მესიჯი. ჩვენ გვესმის, რომ არ უნდა ჩაიკეტოს შემდეგი მოლაპარაკებებისთვის რესურსი. როგორც ჩანს, გადახედეს პოლიტიკურად მათ პოზიციებს.

ვნახოთ, ხვალამდე რა პოზიციებს დააფიქსირებენ. აირჩევენ ისინი დემოკრატიის გზას, თუ საბოტაჟისას. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ შესაწყვეტი იქნება, შეუწყდებათ უფლებამოსილება“, - განაცხადა ონახაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ თუ „ქართული ოცნება"კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო