მიხეილ სარჯველაძე ჩხოროწყუს მერიაში მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავებაზე - როცა არასრულწლოვნებს ვეხებით, ასეთ დროს რეაგირება და სამართლებრივი შეფასება ორმაგად მკაცრი უნდა იყოს

უფლებების დარღვევა, მითუმეტეს, როცა ამას ახლავს ძალადობა, იმსახურებს უმკაცრეს სამართლებრივ შეფასებას და სამართლერივ დევნას,- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობაში განთავსებული საპირფარეშოები დაალაგებინეს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ფაქტი, როცა მსგავსი შემთხვევა არასრულწლოვნებს ეხებათ.

„უფლებების შეზღუდვა, უფლებების დარღვევა, მითუმეტეს როცა ამას ახლავს ძალადობა იმსახურებს უმკაცრეს სამართლებრივ შეფასებას და სამართლებრივ დევნას. რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სენსიტიურია თემა, როცა არასრულწლოვნებს ვეხებით, ასეთ დროს საერთოდ ყოველგვარი ყურადღება, რეაგირება და სამართლებრივი შეფასება უნდა იყოს ორმაგად მკაცრი და მკაფიოდ გამოხატული,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. როგორც მერიაში “ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შენობაში მოსწავლეები დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინიციატივით მოხვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა