სუს-ის განცხადებით, რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნის შესახებ ინფორმაციის მტკიცებითი ფორმით გავრცელება, ემსახურება პანიკის დათესვას და ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსგავსი ტიპის ინფორმაციის მტკიცებითი ფორმით გავრცელება, ერთი მხრივ, ემსახურება საზოგადოების ნაწილში შიშისა და პანიკის დათესვას და მეორე მხრივ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას.

“გვსურს გამოვეხმაუროთ, კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ უპასუხისმგებლო ინტერპრეტაციას, რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნასა და მათი მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შექმნილ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით და ატარებს შესაბამის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. აღიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

მსგავსი ტიპის ინფორმაციის მტკიცებითი ფორმით გავრცელება, ერთი მხრივ, ემსახურება საზოგადოების ნაწილში შიშისა და პანიკის დათესვას და მეორე მხრივ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც პირდაპირ შედის მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აფიქსირებს მზადყოფნას, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას მაქსიმალურად ითანამშრომლოს მედიასთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო