გიორგი გახარია - საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ "ფაიზერის" ვაქცინას

საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ "ფაიზერის" ვაქცინას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, "ფაიზერის" ვაქცინით პირველ რიგში ექიმები აიცრებიან.

"ყველას კარგად გვესმის დღეს რა ხდება და ვხედავთ ყველანი რა ხდება დღეს მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს იმიტომ, რომ ხედავენ, ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელიც მათ თავიდან ეგონათ შესაძლებელი, რომ განახორციელებდნენ - ვერ ახორციელებენ. ეს არის დღეს ობიექტური რეალობა. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველ 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ “ფაიზერის" ვაქცინას.

"ფაიზერის" ვაქცინას ჩვენ მივიღებთ პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ავცრათ სამედიცინო სფეროს ექიმები, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ორმხრივად, ასევე სხვადასხვა მრავალმხრივი პლატფორმის ფარგლებში ვაგრძელებთ ვაქცინაზე მუშაობას და რა თქმა უნდა, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ჩვენ დამატებით გვექნება კიდევ ახალი ვაქცინები ქვეყანაში. მე მინდა ყველას ვუთხრა და დავარწმუნო, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ ვფრთხილობთ, მაგრამ როგორც ხედავთ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც "ფაიზერის" ვაქცინას მიიღებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად პირველები ვინც აიცრებიან ესენი იქნებიან ექიმები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს