გიორგი გახარია - ჩემი საბოლოო პასუხი არის ის, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში!

დღეს საქართველოს მოქალაქემ თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში. ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიღაცას არ ესმის, ვისაც ესმის - ის შრომობს პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა დიალოგისთვის უამრავი საკითხი არსებობს, მათ შორის, ის კონკრეტული პრობლემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აღელვებთ.

„ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული ყოველდღიური პრობლემები, მათ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო უჭირთ ოჯახის რჩენა, მათ ჯანმრთელობას აქვს უამრავი რისკი პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, მე ასე ვუყურებ ამას, დღეს საქართველოს მოქალაქემ თავისი მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში, თქვა: „პარლამენტშია თქვენი ადგილი, ბატონებო! იქ იშრომეთ და იზრუნეთ ჩემზე და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომლებიც მე მაქვს!“- ვიღაცას ესმის ეს პასუხისმგებლობა, ვიღაცას არ ესმის. ვისაც ესმის - ის შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, იმან ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს იმას, ვისაც ესმის. ჩემი საბოლოო პასუხი არის ის, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს