თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა და ოჯახის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა და მშობლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ისინი გარდაცვლილის მამისთვის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დაბრუნებასა და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, თუკი, მათ საჩივარს სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

"ჩვენ გავასაჩივრეთ ქალაქის პროკურორის დადგენილებები გენერალურ პროკურატურაში, მათ ისევე დააბრუნეს დადგენილება ქალაქის პროკურატურაში, სადაც უარი გვითხრეს და საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს. სასამართლოში შეტანილ საჩივარში დავაფიქსირეთ, რომ აღნიშნული დადგენილებები არის უკანონო. არანაირი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, რომ მედიკამენტებზე, რომელიც აღმოჩენილი იყო თამარის ავტომობილში, დნმ-ის ექსპერტიზა არის ჩატარებული, ეს ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. არსებობს ძალიან ბევრი დარღვევა, რომელიც ბოლო წუთს, თითქოს, გაგვაცნო პროკურატურამ.

ვიმედოვნებ, მოსამართლეს არ დაავიწყდება, რომ თუ საქმეს არ დააბრუნებს გამოძიებაში, ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება, შესაბამისად, ყველასათვის ნათელი იქნება ის უკანონობა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. თუ საქმე არ აღდგება გამოძიებაში და არ აღდგება უფლებამონაცვლის სტატუსი ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის, რა თქმა უნდა, სტრასბურგში გასაჩივრდება ყველაფერი და გამოჩნდება, როგორ არ არსებობს მართლმსაჯულება და ობიექტური გამოძიება საქართველოში. დღეს გავასაჩივრეთ პროკურატურის უარი, ყველა ის დადგენილება, რომლითაც ჩვენ საჩივარს უარი ეთქვა, რომ საქმე გამოძიებაში აღდგენილიყო და აღმდგარიყო უფლებამონაცვლის სტატუსი. ყველა დადგენილებაში არის სიცრუის კასკადი და არანაირი დასკვნა არ არსებობს, რომ მედიკამენტები თამარის მიერ იყო გამოყენებული",- განაცხადა რამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა