ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის მზარდი დინამიკის შედეგები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, შეხვედრაზე, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს. ბულგარელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლება აფასებს ბულგარეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციასა და პრიორიტეტებზე. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სტრატეგიული თანამშრომლის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობა მაღალ დონეზე აქვს.

„მიუხედავად ამისა, გასულ წელს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ურთიერთობები ვიზიტების მხრივ, სათანადოდ ვერ განხორციელდა, თუმცა, მიმდინარე წელს დაგეგმილია როგორც საკომიტეტო დონეზე ვიზიტები ასევე, ზოგადად საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა