თამარ ბაჩალიაშვილის დედა - როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ასევე დაამტკიცებს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს

როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ასევე დაამტკიცებს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა.

როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ საქალაქო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, შესაბამისად აპირებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

“არ ვფიქრობ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს. არ აზროვნებენ რაციონალურად, ამ ყველაფერს აეხდება ფარდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიგებენ როგორი გამოძიებაც ჩაატარეს და რა შედეგებიც დადეს. აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ გონს მოეგონ, დაგვიბრუნონ დაზარალებულის სტატუსი და გადმოგვცენ მასალები. როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ასევე დაამტკიცებს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლია და ის მოკლეს“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა და მშობლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ისინი გარდაცვლილის მამისთვის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დაბრუნებასა და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი