"ევროპის უნივერსიტეტი" და საფრანგეთის საელჩო თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“ ესეების კონკურსს აცხადებენ

"ევროპის უნივერსიტეტი" და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ევროპის დღეები 2021-ის ფარგლებში, აცხადებენ ესეების კონკურსს თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ევროპის უნივერსიტეტიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს "ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი და საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი უნივერსიტეტში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, კონკურსის მიზანს წარმოადგენს, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება.

"აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მოსწავლეებს. კონკურსი, პანდემიის გათვალისწინებით, ჩატარდება ონლაინ, რაც შეეხება დეტალებს უკვე კონკურსის შესახებ, როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, როგორ მოხდება მათი დაჯილდოება და ა.შ., ეს ყველაფერი საჯაროდ გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე", - განაცხადა "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, "ევროპის უნივერსიტეტთან" ერთად გამოცხადებულ ესეების კონკურსში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები "ევროპის უნივერსიტეტში". ჩვენ ამ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. 2017 წელს ამ უნივერსიტეტთან ერთად დავესწარით სტრასბურგის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ სწავლებას საერთაშორისო სამართალში, შარშან ასევე, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ გამოვეცით პირველი იურიდიული ლექსიკონი და რა თქმა უნდა, წელსაც ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობას, წლევანდელი თანამშრომლობა აისახება კონკურსში, რომელსაც ერთად ვაცხადებთ. ესეების კონკურსის ფარგლებში, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გამოხატონ თავიანთი აზრი თემაზე: „საქართველს ევროპული მომავალი“. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზებით, ხოლო, საფრანგეთის საელჩოს რჩეული კონკურსანტი, ერთ დღეს საელჩოში გაატარებს. მოხარულები ვართ კონკურსის ფარგლებში უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. გამარჯვებული, 2021 წლის 9 მაისს, ევროპის დღეს გამოვლინდება და იმედი მაქვს, რომ პანდემია საშუალებას მოგვცემს პრიზების გადაცემის ცერემონიალი რეზიდენციაში ჩავატაროთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპის დღე დაფუძნდა 1950 წლის, 9 მაისს, როდესაც რობერტ შუმანმა, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, წინადადება წამოაყენა, რომ დაეფუძნებინათ ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანდება, რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ევროპისა და ევროკავშირის აღმშენებლობას. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მოხარული ვარ, ევროპის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობით“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

კონკურსი ჩატარდება პირველ მარტს, უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი მეთვალყურეების თანდასწრებით. ესეს სახელწოდებები მოსწავლეებს გამოეცხადებათ კონკურსის დღეს. შედგება სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მინიმუმ 3 წევრისაგან, სადაც, ერთი წევრი აუცილებლად იქნება გარე შემფასებელი. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან I, II, III ადგილებზე გასული მონაწილეები, რომლებიც დაჯილდოვდებიან "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ დაწესებული პრიზებით. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა "ევროპის უნივერსიტეტისა" და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი სერტიფიკატი. I ადგილი - ელექტრო სკუტერი (ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის) II ადგილი - ლეპტოპი (სწავლის ხელშეწყობისთვის) III ადგილი - ფოტოაპარატი (ევროპის აღმოსაჩენად) საფრანგეთის საელჩოს ფავორიტი კონკურსანტი დაჯილდოვდება საელჩოში გატარებული ერთი დღით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო