პარლამენტის ბიურომ “მინისტრის საათის“ ფორმატში მინისტრების მოსმენის განრიგი დაამტკიცა

პარლამენტის ბიურომ “მინისტრის საათის“ ფორმატში მინისტრების მოსმენის განრიგი დაამტკიცა. მინისტრის საათი წელიწადში ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრების პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

2021 წელს აღნიშნულ ფორმატში მინისტრებს შემდეგი განრიგით მოუსმენენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - 16-19 თებერვალი; შინაგან საქმეთა მინისტრი - 2-5 მარტი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - 16 – 19 მარტი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - 13-16 აპრილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - 27-29 აპრილი; თავდაცვის მინისტრი - 11-14 მაისი; ფინანსთა მინისტრი - 8-11 ივნისი; საგარეო საქმეთა მინისტრი - 7-10 სექტემბერი; იუსტიციის მინისტრი - 21-24 სექტემბერი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - 30-3 დეკემბერი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - 14-17 დეკემბერი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა