მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ვერანაირ გარანტიას მათ შიშებთან დაკავშირებით ვერ მივცემ, წინასწარ ვერ შევპირდებით, იქნება ეს მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება თუ არა

მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხვალ უმრავლესობის ფორმატში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ოპოზიციას წინასწარ ვერ შეპირდებიან თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხს, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხვალ უმრავლესობის ფორმატში, კიდევ ერთხელ გავივლით თუ რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საბოლოოდ. ვერანაირ გარანტიას მათ შიშებთან დაკავშირებით ვერც დღეს ვერ მივცემ, წინასწარ ვერ შევპირდებით იქნება ეს შეწყვეტაზე გადაწყვეტილება, თუ არ იქნება“,-აცხადებს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე პარტია „გირჩის“ განცხადებასაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტრუქციულად იმოქმედებს.

„ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირადად ჩემი და „გირჩის“ წარმოდგენები და რწმენა ერთმანეთს არ ემთხვევა. მათ შორის, არც იმ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ისინი ფიქრობენ, რომ კონსტრუქციულად იმოქმედებს მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“. ამას ისინი აფიქსირებენ, როგორც საჯარო შეხვედრებში, ასევე მათმა ლიდერმა ეს ჩემთან პირად საუბარშიც დააფიქსირა. მე ვფიქრობ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა ვარიანტში რადიკალური დღის წესრიგი ექნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ თუ „ქართული ოცნება"კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს. როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა