მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას საფუძველი აღარ დარჩა, რწმენის დონეზე აყვანილი და ატანილი ნარატივისა, რომელსაც ე.წ. გაყალბებული არჩევნები ჰქვია

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ არჩევნების შედეგების განმეორებით ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებმა დაადასტურა, რომ ოპოზიციას "არჩევნების გაყალბების" მტკიცების საფუძველი აღარ დარჩა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ოპოზიციას საფუძველი აღარ დარჩა, რწმენის დონეზე აყვანილი და ატანილი ნარატივისა, რომელსაც ე.წ. გაყალებული არჩევნები ჰქვია. ამაში არგუმენტი და ფაქტი ფაქტობრივად აღარ არსებობს. თუ გავიხსენებთ, "სამართლიანი არჩევნების" პირველ მონაცემებს, მან ძირითად ნაწილში ცვლილება შეიტანა და შეცდომა დაარქვა, ჩემი სუბიექტური აზრით კი ეს მონაცემების შეგნებული გაყალბება იყო, რევოლუციური მუხტის შესაქმნელად, კონკრეტული ადამიანების მხრიდან. დღესაც ვხედავთ ერთ პატარა რგოლში მცდელობას, რომ ეს 8% დარჩეს ადამიანების ცნობიერებაში. ესეც ცალკე მანიპულაციის შედეგია. პირველ შემთხვევაში, თუ მათ ბათილი ბიულეტენები არ გაითვალისწინეს, ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინეს, თანდართული დოკუმენტი, შესწორების ოქმი, რომელიც სამართლებრივად ოქმის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, მათ ვეღარ გაბედეს იმის გაკეთება რაც პირველ შემთხვევაში ქნეს", - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა