ლევან თარხნიშვილი - ნაცვლად იმისა, რომ ლობიზმს უწევდნენ საქართველოს, როგორც ქვეყანას, მის საინვესტიციო გარემოს, ლობიზმი ეწეოდა მხოლოდ ივანიშვილს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი, მთავრობის მიერ ლობისტური ორგანიზაციების დაქირავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ეკონომიკური კრიზისის დროს საბიუჯეტო ფულის ლობისტური საქმიანობისათვის დახარჯვა. ამასთან, როგორც თარხნიშვილი აცხადებს, წლების განმავლობაში, ლობიზმი ეწეოდა არა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას.

თარხნიშვილის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„აქ უნდა გამოვყოთ ორი საკითხი, პირველი, რამდენად მიზანშეწონილია ამ ეკონომიკური კრიზისის, პანდემიის და სოციალური პრობლემების ფონზე საბიუჯეტო ფულის, ანუ ჩვენი ყველას ფულის ლობისტური საქმიანობისათვის დახარჯვა. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, არის ის, თუ რაში ხმარდება ეს ფული. იმის ნაცვლად, რომ ლობიზმს უწევდნენ საქართველოს, როგორც ქვეყანას, მის საინვესტიციო გარემოს და ა.შ, ლობიზმი წლების განმავლობაში ეწეოდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პიროვნებას, “ქართული ოცნების” პრობლემების გამოსწორებას და ოპოზიციის შავ პიარს. რა თქმა უნდა, ეს წარმატებული ვერ იყო და ვერც იქნება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პრობლემების გამოსწორების ნაცვლად „ქართული ოცნება“ წლიდან წლამდე ხარჯავს ფულს იმისათვის, რომ წარმოაჩინოს თითქოს ეს პრობლემები არ არსებობს. ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, რომ სასამართლოში პრობლემებია და არჩევნები გაყალბდა. შესაბამისად, იღებენ კრიტიკას და სამწუხაროა, რომ ამისთვის იხარჯება საბიუჯეტო ფული, იმის მაგივრად, რომ ის მოხმარდეს სოციალურ, ეკონომიკურ და პანდემიის პრობლემების აღმოფხვარს თვითონ ქვეყანაში“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა