„ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციის სადეპუტატო უფლებამოსილების  შეწყვეტას მხარს  არ დაუჭერს

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი მხარს არ დაუჭერს 2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპელი სოციალისტები" ავრცელებს.

„ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გამონახონ გამოსავალი არსებულ ვითარებაში და კონსტრუქციულ, ურთიერთშეთანხმების ფორმატში მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხვალ პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ უნდა იმსჯელოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო