თამარ ტალიაშვილი - თუ დარჩენილი ოპოზიციის არჩევანია საქართველოს ევროინტეგრაცია, ისინი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას გაიზიარებენ

საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თუ დარჩენილი ოპოზიციის არჩევანი საქართველოს ევროინტეგრაციაა, ისინი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას გაიზიარებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალი რეაქციონერი ლიდერების მძევლებად დარჩებიან. ამის შესახებ ტალიაშვილმა ევროპის ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და ანგარიში ის თემაა, რომლითაც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი დაინტერესებული უნდა იყოს და კომიტეტის სხდომასაც უნდა ესწრებოდეს.

“მიმაჩნია, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და ანგარიში არის ის თემა, რომლითაც უნდა ინტერესდებოდეს და ესწრებოდეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი სრულიად. ამის საშუალებას იძლევა 2020 წლის არჩევნების შედეგები და ჩვენ ვიცით, რომ იგივე ევროკავშირის ელჩი საქართველოში თუ ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორები ძალიან აქტიურად მოუწოდებენ დარჩენილ ოპოზიციას, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ მანდატი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამუშაოდ როგორიცაა, მაგალითად, ეს კონკრეტული თემა და მიმაჩნია, რომ თუ დარჩენილი ოპოზიცია არ გაიზიარებს ევროპელი პარტნიორების შეხედულებებს და მოწოდებებს, ისინი უბრალოდ დარჩებიან მძევლებად რეაქციონერი და რადიკალური ლიდერებისა“ , - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ტალიაშვილი წინა კვირას სტრასბურგში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა