ირაკლი ზარქუა ვახტანგ მახარობლიშვილს - საგარეო უწყებას მეტად მართებს, რომ შედეგზე იყოს ორიენტირებული - შედეგი იქნება ის, რომ წელს გვექნება უცხოური ინვესტიციების ბუმი საქართველოში

„დუინგ ბიზნესით“ მსოფლიოს ხუთეულში ვართ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტად მართებს, რომ შედეგზე იყოს ორიენტირებული - შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ მიმდინარე წელს გვექნება უცხოური ინვესტიციების ბუმი საქართველოში,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს, რომელმაც დეპუტატებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარუდგინა.

დეპუტატი ირაკლი ზარქუა დაინტერესდა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით საელჩოებში შესაბამისი თანამშრომლის გამოყოფაზე დასვა შეკითხვა, რასთან დაკავშირებითაც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეკონომიკური საქმიანობა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მუშაობა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა მას გაახსენა, რომ ეკონომიკური ატაშეს თანამდებობის შექმნა აღარ იგეგმება და შესაბამისი შესწორებები პარლამენტმა უკვე მიიღო. მისივე განმარტებით, ამ საქმიანობისთვის საგარეო უწყებამ დესპანის თანამდებობა განსაზღვრა, რომელიც ელჩთან ერთად იქნება ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვაზე.

„ჩემთვის მეთახერისხოვანია რას დაარქმევთ და რა პოზიცია იქნება, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ FDI (უცხოური პირდაპირი ინვესტიციები) გაიზარდოს საქართველოში და მაშინ, როცა მთავრობა მუშაობს, საგადასახადო კოდექსით ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები გვაქვს მსოფლიოში, როცა „დუინგ ბიზნესით“ მსოფლიოს ხუთეულში ვართ, აქ ჩემის აზრით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტად მართებს, რომ შედეგზე იყოს ორიენტირებული. რას დაარქმევთ არ აქვს მნიშვნელობა, შედეგი უნდა დაიდოს, შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ მიმდინარე წელს გვექნება უცხოური ინვესტიციების ბუმი საქართველოში, ყველანაირი პირობაა შექმნილი, დანარჩენი უკვე თქვენზეა ,“- განაცხადა ზარქუამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგარეო უწყების საქმიანობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული უწყება ვერ იქნება პასუხისმგებელი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე.

„მიღებულია თქვენი დავალებაც და შენიშვნაც, უბრალოდ, ძალიან პატარა კორექტირებას შევიტან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს თავის ძალისხმება, თუმცაღა, მარტო ჩვენი უწყება ვერ იქნება პასუხისმგებელი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ეს ყველა უწყების პრეროგატივაა და მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ,“- განაცხადა მახარობლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო