განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო კონფერენცია - „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გამართა

28, 29 იანვარს და 1 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ონლაინ რეჟიმში, ZOOM-პლატფორმის გამოყენებით გამართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა შეაჯამა ცენტრის 2016-2020 წლების საქმიანობა და კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.

“კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები.

მათ შორის, ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი მიმართულებები რომის მინისტერიალის შემდეგ, ბოლონიის პროცესის გავლენა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე, უმაღლეს განათლებაში მიკრო კრედიტების აღიარების ევროპული და ეროვნული გამოცდილება, სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის განახლებული მოთხოვნების შესაბამისად, უმაღლეს განათლებაში ელექტრონული და შერეული სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სტუდენტთა როლი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა და გამოწვევები, ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოში/პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის ანალიზი - მიღწევები და გამოწვევები, პროფესიული კრედიტების სისტემის (ECVET) საერთაშორისო გამოცდილება, პროფესიული კვალიფიკაციების ხარისხის განვითარება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისტემის დანერგვის გამოწვევები COVID-19 პირობებში, ზოგადი განათლების რეფორმის მიმდინარეობა და პერსპექტივები, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები, საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ექსპერტებმა. სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის დირექტორმა, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ევროპის სტუდენტური გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის უმაღლესი განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, გერმანიის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა, უმაღლესი და პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტებმა და ევროპის სტუდენტური გაერთიანების საერთაშორისო სტუდენტმა ექსპერტებმა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან",- აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს