საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით, ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა

საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით, ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სააგენტოს საინვესტიციო მიმართულების გასაძლიერებლად, ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტენდენციების გაცნობის კუთხით.

"ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაცია (WAIPA) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაარსდა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ. ამჟამად WAIPA-ში მსოფლიო მასშტაბით გაწევრიანებულია 170-ზე მეტი ორგანიზაცია, 130 ქვეყნიდან. WAIPA-ს უმთავრესი მისიაა ხელი შეუწყოს და განავითაროს თანამშრომლობა მის წევრ სააგენტოებს შორის, გააზიაროს ქვეყნებისა და რეგიონების გამოცდილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, უზრუნველყოს მონაცემთა სხვადასხვა წყაროებზე წვდომა“,- აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

უწყების ცნობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულებას შესაძლებლობა ექნება გაუზიაროს სხვადასხვა ქვეყანას საკუთარი გამოცდილება და შეიძინოს ახალი პარტნიორები სამომავლო თანამშრომლობისათვის. ამასთან, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, რათა მოხდეს ახალი ტენდენციების გაცნობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო