ახალგაზრდული ორგანიზაციები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნასა და ახალგაზრდობის სააგენტოს მასში გაერთიანების თაობაზე პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს ხელმძღვანელის, ნინო წულაიას განცხადებით,საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები ეხმაურებიან 2021 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებას – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნასა და ახალგაზრდობის სააგენტოს მასში გაერთიანების შესახებ.

საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით გაკეთებულ ღია მიმართვას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით, ქვეყანაში მოქმედი 90 ახალგაზრდული ორგანიზაცია აწერს ხელს.

აღნიშნულ მიმართვას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ბატონო გიორგი,

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2021 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე თქვენს მიერ გაჟღერებულ განცხადებას – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნასა და ახალგაზრდობის სააგენტოს მასში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად სახელმწიფომ, სხვა მნიშვნელოვან ვალდებულებებთან ერთად, პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციის შექმნასა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების შესაბამისად.

-2014 წლის 2 აპრილს საქართველოს მთავრობის N533 განკარგულებით დამტკიცდა „საქართველოს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელიც აღიარებს ახალგაზრდების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული და სოციალურ- ეკონომიკური განვითარებისთვის.

-2015 წლის 5 მარტს დამტკიცდა „ახალგაზრდული პოლიტიკის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა“, კონკრეტული და დროში გაწერილი პროექტები და ღონისძიებები, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებდნენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით 2018 წელს ჩატარებული კვლევის („საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსის შეფასება“) მიხედვით, კითხვაზე – „რა იყო აღნიშნული დოკუმენტების განხორციელების ხელშემშლელი გარემოება“, სხვა პასუხებთან ერთად გამოიკვეთა შემდეგი მიზეზები:

  1. სახელმწიფო სტრუქტურების რეორგანიზება („განათლებისა და მეცნიერების“ და „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა“ სამინისტროების გაერთიანება) და ამით გამოწვეული ბიუროკრატიული ბარიერები;
  2. კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა ხშირი ცვლა და ახლად დანიშნულ პირთათვის სამუშაოების ეფექტურად გადაბარების შესაძლებლობების ნაკლებობა (არა მარტო

ახლად შექმნილ გაერთიანებულ სამინისტროში, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურებში);

  1. კონკრეტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა კომპეტენციების ნაკლებობა

ახალგაზრდული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.

2014 - 2018 წლებში, თავად სახელმწიფო უწყების მიერ დაქირავებულმა ახალგაზრდული სფეროს ექსპერტებმა გასწიეს დიდძალი სამუშაო, რათა პასუხისმგებელ, მათ შორის ახლად დანიშნულ, პირთათვის განემარტათ ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციისა და ახალგაზრდული საქმიანობის რაობა, დანიშნულება, შესაძლებლობები, უპირატესობა და მოსალოდნელი შედეგები.

უფრო მეტიც, ამ პერიოდში, ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლებს დასჭირდათ დიდი ძალისხმევა, რათა ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი გაცნობოდა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს, „საქართველოს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს“, „ახალგაზრდული პოლიტიკის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმას“ და ამის საფუძველზე გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯები.

  • ყოველივე ამის შემდეგ, 2019 წლის 26 აგვისტოს, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ჩამოყალიბება და პირდაპირ პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარება, საერთაშორისო (მათ შორის, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს) და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და

ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც უაღრესად წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ამგვარი დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნებოდა ახალგაზრდული პოლიტიკის შემქმნელი (POLICY MAKER) და არა ინდივიდუალური პროექტების განმახორციელებელი უწყება.

დღეს საქართველოში მოქმედი 500-ზე მეტი ახალგაზრდული ორგანიზაცია საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ზოგადი ფონი გვაჩვენებს, რომ ჩვენ გვესაჭიროება რესურსები, აღიარება, ხილვადობა და სტრატეგია, რათა ვიმუშაოთ მდგრად გარემოში და მივაღწიოთ გრძელვადიან შედეგებს. ახლად ჩამოყალიბებული „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობამ, ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად,

წამოიწყო ახალგაზრდული სფეროს რეფორმა არაერთი მიმართულებით. სწორად და ეფექტიანად წარმართული საქმიანობის პირობებში, ამ რეფორმების განხორციელება გადამწყვეტ წვლილს შეიტანს ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდაში, განვითარებაში, კეთილდღეობასა და დემოკრატიზაციის მნიშვნელოვნად გაძლიერებაში.

  • 2020 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 132-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“ და ასევე, საქართველოს მთავრობას დაევალა 2021 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს მისი განხორციელების სტრატეგია, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები და მათი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი დაწესებულებები.

ამის შედეგად, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციები და ექსპერტები ველოდით ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით უფრო მძლავრი, ენერგიული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ გავლენის გაძლიერებას, მაგრამ გუშინ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულმა ინფორმაციამ ჩვენში უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია.

ვთვლით, რომ „კულტურისა და სპორტის სამინისტროში“ ახალგაზრდობის კომპონენტის გაერთიანება უკვე ნაცადი ხერხია, რომელმაც არ გაამართლა. ახალგაზრდობის სფერო კროს- სექტორულია და სათანადო პოზიციონირებას საჭიროებს ცალკე არსებული სტრუქტურის სახით და მისი, როგორც კროს-სექტორული სფეროს ფუნქციონირება და ეფექტიანობა პრინციპული საფრთხის ქვეშ დგება, თუ კი იგი რომელიმე სამინისტროში გაერთიანდება.

ამიტომაც, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, როგორც ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის კოლოსალური გამოცდილებისა და უნიკალური ექსპერტული ცოდნის მქონე დაინტერესებულ მხარეს (stakeholder-ებს), მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „ახალგაზრდული სააგენტოს“ ისევ პრემიერ- მინისტრის დაქვემდებარებაში დატოვება და ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რათა გავიგოთ შესაბამისი მიზეზები და ჩვენის მხრივ, წარმოვადგინოთ სათანადო არგუმენტები.

რადგანაც კულტურისა და სპორტის მესვეურებთან მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან აღნიშნული სფეროების გამოყოფასა და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ იგივე მოხდება ჩვენს შემთხვევაშიც – მთავრობა წამოვა

ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს სახელმწიფოსათვის ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს განვითარების წინაპირობები და შეუქცევადი გახდეს დასახული რეფორმების გატარება.

ხელმომწერი ახალგაზრდული ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო;
  2. საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია;
  3. Save the Children საქართველო;

4.World Vision საქართველო;

  1. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია - აირა;
  2. არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“;
  3. მშვიდობისა და განვითარების აკადემია;
  4. სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია;
  5. დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი;
  6. ადამიანის უფლებათა ასოციაცია;
  7. ახალგაზრდული სივრცე;
  8. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
  9. საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია "დია";
  10. საქართველოს ევროკლუბების ალიანსი;
  11. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო;
  12. ახალგაზრდული ასოციაცია დრონი;
  13. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი";
  14. ახალგაზრდული ჰორიზონტი;
  15. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი;
  16. ბაღდათის ახალგაზრდული საბჭო;
  17. სამოქალაქო ფორუმი;
  18. ევროკლუბი-თბილისი;
  19. განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური;
  20. ახალგაზრდული კერა;
  21. ახალგაზრდები რეგიონისთვის;
  22. ახალგაზრდული ჰაბი;
  23. ახალგაზრდული ალტერნატივა;
  24. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის;
  25. კრეატიული განვითარების ცენტრი;
  26. ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის;
  27. სათემო ფონდი ლელი;
  28. გადასხვაფერდი;
  29. ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI;
  30. ოლიმპიელი;
  31. რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა;
  32. პირველი ევროპელი;
  33. პირველი მაისის ახალგაზრდული ცენტრი;
  34. ახალგაზრდები ცვლილებებისათვის 2018;
  35. გამოწვევა;
  36. გაერთიანება ჯანმრთელობისა და განათლებისთვის;
  37. გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია "დეა";
  38. სურამის ტრენინგ ცენტრი;
  39. ახალგაზრდული ორგანიზაცია "ლაით აფი";
  40. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი;
  41. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი;
  42. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი;
  43. ახალგაზრდები საერთაშორისო ხედვისთვის YWIV;
  44. ახალგაზრდული ასოციაცია "თიმ";
  45. განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდობა "გოა";
  46. ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის;
  47. საქართველოს შემეცნებითი ცენტრი;
  48. საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები;
  49. განვითარების კერა;
  50. ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი;
  51. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია;
  52. ალგეთის ახალგაზრდული ცენტრი;
  53. პროგრესის ცენტრი;
  54. საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაცია;
  55. ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველო;
  56. სამცხე ჯავახეთის განვითარების ცენტრი;
  57. შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმი;
  58. მეგობრობის ხიდი ქართლოსი;
  59. ჰელფინგ ჰენდ;
  60. უკეთესი მომავლისათვის;
  61. სურამის ახალგაზრდული სახლი;
  62. იმერეთის განვითარების ცენტრი;
  63. წითელსოფლის ახალგაზრდული ორგანიზაცია;
  64. იმპულს ჯგუფი;
  65. რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი;
  66. ახალგაზრდა ქართველები ევროპისათვის;
  67. ახალგაზრდული ხედვა კახეთი;
  68. ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი, ახალგაზრდა რეინჯერი;
  69. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;
  70. ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის;
  71. სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის;
  72. ფონდი აურეს;
  73. პროგრესის ვექტორი;
  74. ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი;
  75. ყაზბეგის განვითარების ჯგუფი;
  76. საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაცია TIP;
  77. ბიტისი;
  78. ახალგაზრდობა მსოფლიოსათვის;
  79. ა.ა.ი.პ „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“;
  80. ა.ა.ი.პ კონა;
  81. ახალგაზრდების ჩართულობის განვითარებისა და განათლების ასოციაცია;
  82. საქართვრლოს ბანაკების კოალიცია;
  83. ასოციაცია "ათინათი“
  84. ააიპ „ჩვენი ბორჯომისათვის“
  85. საზოგადოება „დროა
  86. ააიპ „მარიანი“, - ნათქვამია მიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო