სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან დიტმირ ბუშატისთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში, დიტმირ ბუშატისთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრისას, მხარეებმა, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

“ქართველმა კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ უკანონოდ ახორციელებს „ეფექტურ კონტროლს" და ამ მხრივ, არანაირი ცვლილება არ შეინიშნება. საუბარი ასევე, შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე, მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. როგორც აღინიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ორივე ქვეყანასთან აქვს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა, მნიშვნელოვანია საქართველოს როლი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დასაწყებად”, - განაცხადა სამხარაძემ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა აგრეთვე, მიმოიხილეს და ხედვები გაცვალეს ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს