კახა კალაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც კალაძე „ფეისბუქზე“ წერს, თემურ წიკლაური იყო კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა და თავისი შემოქმედება ყველა თაობის ადამიანს დაამახსოვრა.

„ჩვენ გვერდით აღარ არის ყველასთვის საყვარელი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, საპატიო თბილისელი თემურ წიკლაური. კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა და თავისი შემოქმედება ყველა თაობის ადამიანს დაამახსოვრა. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების დიდ დანაკარგს“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური დღეს გარდაიცვალა. თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა