საგარეო უწყება - ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ინფორმაციით, 30 იანვარს გამოუშვეს ირანის საზღვარზე გაჩერებული კიდევ 7 სატვირთო ავტომობილის მძღოლი,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით ირანულ მხარესთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, გიორგი სახლთხუციშვილმა შეხვედრა გამართა ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობები და აღნიშნული პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის გზები. აღსანიშნავია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობა რჩება მუდმივ კავშირზე მძღოლებთან და ინფორმირებულია მათი მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან. აღსანიშნავია, რომ საზღვარზე შეჩერებული მანქანების ეტაპობრივი გამოშვება ირანულმა მხარემ გასულ კვირას დაიწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს