არჩილ თალაკვაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

არჩილ თალაკვაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თალაკვაძის განცხადებით, ქართულმა სცენამ დიდი ვარსკვლავი დაკარგა.

„ქართულმა სცენამ და ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა. თემურ წიკლაურს წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო ქართველი ხალხის საყვარელი შემოქმედი, რომელსაც პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საქართველოს არწივი შეარქვეს. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება და გაცოცხლებული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩება ისტორიას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს“,- აცხადებს თალაკვაძე.

ცნობისთვის, ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური დღეს გარდაიცვალა. თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს