ირაკლი ბერაია ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს შეეხო.

მხარეებმა ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს.

“კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა და მნიშვნელობა, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

ელჩმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

ირაკლი ბერაია ლიეტუველ დიპლომატს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს