ლევან კობიაშვილი - ფედერაცია არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.

როგორც კობიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „სპორტალში“ განაცხადა, ფედერაცია დაფინანსებით არ სარგებლობს, რაც მათი მხრიდან მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა.

„ფედერაცია არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ ამას გარკვეულწილად მიზანმიმართულად ვაკეთებდით. მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცებული ბიუჯეტი გვქონდა, მიზანმიმართულად უარს ვამბობდით და ჩვენი რესურსებით ვაფინანსებდით სხვადასხვა პროექტებს, შესაბამისად, ნაკლებს ვითვისებდით. ასე მივდიოდით ეტაპობრივად და მიზანი გვქონდა, რომ ის დაფინანსება აღარ უნდა მიგვეღო. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს და იყენებს ინფრასტრუქტურის კეთებისთვის, სტადიონებისთვის და ა.შ. რაც არის სწორი. ხალხმა უნდა იცოდეს, რისთვის უნდა იყოს ეს დაფინანსება. ეს დაფინანსება არ იყო განვითარებაზე ან პროექტების დაფინანსებისთვის. ეს იყო ნაკრებებისთვის, რომ მათი მგზავრობა, შეკრება და ა.შ. ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამიტომ ვთქვით უარი. პლიუს ამას, პანდემიაა და ქვეყანას უჭირს. არ ვსარგებლობთ სახელმწიფო ბიუჯეტით, თუმცა ეს იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება, სადამდეც დღემდე ეტაპობრივად მოვდიოდით“, - განაცხადა კობიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს