მაია ბითაძე  ნათია თურნავას შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან განვიხილეთ კომიტეტის საქმიანობის სამომავლო ხედვები როგორც წიაღის სექტორის რეფორმის, ასევე მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმები, რათა საქართველოს პარლამენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს შორის კოორდინაცია გაძლიერდეს, გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულებების ვალდებულებების იმ ნაწილიდან, რომელიც ეხება წიაღის სექტორის ეფექტიან განვითარებას, საბადოთა რეკულტივაციისა და კონსერვაციის რეგულაციების ახალი სისტემის დანერგვას, ასევე ეკონომიკაში ახალი მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ბითაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა