გიორგი მშვენიერაძე - მაღაზიაში ივერი მელაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფო პროპაგანდა

მაღაზიაში ივერი მელაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფო პროპაგანდა, - ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც დღეს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა.

მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულს ხელს უწყობენ, ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებაში შუღლს აღვივებენ.

„ვიდეოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა და ასახავს მაღაზიაში სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, მთავარი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არიან, არა ის ადამიანები, რომლებიც შეცდომაში სახელისუფლებო პროპაგანდას შეჰყავს, არამედ სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც დიდ რესურსებს ხარჯავს იმაში, რომ ივერი მელაშვილი საზოგადოების თვალში წინასწარ იყოს განაჩენგამოტანილი, არ მიეცეს საშუალება, მათ შორის სასამართლოს, რომ ნეიტრალური პოზიციიდან მიუდგნენ საქმის განხილვას. ამას ხელს უწყობენ, ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები. ისინი საზოგადოებაში შუღლს აღვივებენ. მეორე მხრივ, პასუხისმგებლები არიან სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა, რომელიც დამონტაჟებულ, საზოგადოების შეცდომაში შემყვან, ფალსიფიცირებულ დოკუმენტებს ავრცელებს საჯაროდ და ადამიანებს შორის შუღლს ავრცელებენ“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ "მოღალატე" , „გამყიდველი“ უწოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს