მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ და ევროკავშირის ელჩის განცხადებაც

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება „გზაში წამოეწიათ“.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე არგუმენტების ჭიდილი იყო და ბევრი ფაქტორი გაითვალისწინეს.

მდინარაძის თქმით, ასევე განხილულ იქნა პრეზიდენტისა და ელჩის განცხადებაც.

„პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, ანუ არგუმენტების ჭიდილი, როდესაც ერთი, ან მეორე მიმართულებით იყო ბევრი ფაქტორი გათვალისწინებული. ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ და ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. საბოლოო ჯამში, ბევრი არგუმენტი იყო სასწორის ორივე მხარეს და ხვალ უკვე დეტალურად იქნება ცნობილი, ამ მსჯელობის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)