ზურაბ ჯაფარიძე - მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა, არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას

„მეტი თავისუფლება - გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ. ამის შესახებ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, რომელ ან რამდენ პოლიტიკური პარტიას ჰქონდა აღნიშნული პოზიცია, ჯაფარიძე ამბობს, რომ პროცენტს ვერ დაასახელებს, თუმცა ასეთი „რამდენიმე პარტიული ლიდერი იყო“.

„თავიდანვე, მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა, ისინი მაინც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას. ამიტომ არ მგონია, რომ შესვლა-არშესვლა იყოს მთავარი ამბავი. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნებზე მხარი დაუჭირეს ოპოზიციას და მოლოდინი ჰქონდათ, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ ახალი იმედი და ეს ვერ მოხდება მხოლოდ იმით, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. ეს არ არის ამასთან პირდაპირ კავშირში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა